Saturday, July 4, 2009

ხათუნა მარკოზაშვილის ბლოგი


მოკლედ ჩემს შესახებ: მე, ხათუნა მარკოზაშვილი, დავიბადე 1974 წლის 30 მაისს თელავის რაიონ, სოფელ ფშაველში. 1991 წელს დავამთავრე სოფელ ფშავლის საშუალო სკოლა. 1996 წელს წარჩინებით დავამთავრე ქ.თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით მათემატიკა - ინფორმატიკითა და გამოთვლითი ტექნიკის საფუძვლებით. 2000 წლიდან ვმუშაობ სოფ. ფშავლის საჯარო სკოლაში. ვასწავლი ი.ს.ტ-ს. ვარ სკოლის IT მენეჯერი.

ჩემი პორტფოლიო


პ რ ო ე ქ ტ ი

1. პროექტის სახელი:

"ფოტო-პორტრეტი"

2. პროპექტის მოკლე აღწერა

მოსწავლეები დააკვირდებიან ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს, მეგობრებს, გადაიღებენ სურათებს და ფირზე აღბეჭდავენ მათ სახეს (განწყობას, ხასიათს, ემოციას და ა.შ.) , გააკეთებენ კოლაჟს, სტენდს, თანაკლასელებს შეასწავლიან, თუ როგორ, რა კუთხით, რა მანძილზე გადაიღონ სურათები.

3. პროექტის სრული აღწერა:

  • მასწავლებლის პრეზენტაცია;
  • საინიციატივო ჯგუფის შექმნა;
  • სამოქმედო გეგმის შედგენა;
  • ჯგუფების შექმნა;
  • სურათების გადაღება;
  • გამოფენისათვის მომზადება - საუკეთესო ნამუშევრების არჩევა და არგუმენტაცია;
  • საგამოფენო სივრცის შერჩევა;
  • ექსპოზიციის მოწყობა;
  • პრეზენტაცია.


4. მონაწილეთა ასაკი:

11-12 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა:

ერთი თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

მასწავლებლის პრეზენტაცია;

საინიციატივი ჯგუფის შექმნა
;

გამოფენისათვის მომზადება - საუკეთესო ნამუშევრების არჩევა და არგუმენტაცია, საგამოფენო სივრცის შერჩევა, ექსპოზიციის მოწყობა, პრეზენტაცია.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

  • შესაძლებელი იქნება მასალის ათვისების ხარისხის შემოწმება;
  • პროექტის განხორციელების პროცესში გამოყენებული რესურსის (ციფრული ფოტოაპარატის) ათვისებაში თანამშრომლობა და სწავლება;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკას შორის კავშირის განმტკიცება;
  • სასწავლო რესურსის შექმნა.

8. სარგებელი სხვებისთვის:

შეიქმნება სასწავლო რესურსები ხელოვნების გაკვეთილებისათვის

9. სამუშაო ენა:

ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

არა

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნებისმცოდნეობა, მათემატიკა

ს.გ. VI.3. მოსწავლე ამჩნევს მრავალ დეტალს გარემოში და ასახავს მათ ნამუშევარში

ს.გ. VI.5. მოსწავლე გეგმავს და ასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოს

ს.გ. VI.6. მოსწავლე თანამშრომლობს სხვებთან როგორც პირადი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.

ს.გ. VI.7. მოსწავლე წარმმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვამს და ასაბუთებს საკუთარ აზრს



12. პროექტის პასილიტატორი:

ხათუნა მარკოზაშვილი

13. პასილიტატორის ელ.ფოსტა:

khatuna.markozashvili@gmail.com